ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, – განუცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას ჟურნალისტებს.
„დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
დოლიძის განცხადებით, დღეს, 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებას ეტყვის იმ გეგმის შესახებაც, რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
კომენტარები