ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ ახალ პაკეტს გამოუყოფს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
„პრეზიდენტ [ბაიდენის] დავალებით აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარების გაზრდას უსაფრთხოების სფეროში, როგორც ამას ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში აკეთებენ“, – განაცხადა ოსტინმა.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს არტილერიას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, ჯავშანტექნიკას, ჭურვებს და სხვა მნიშვნელოვან შეიარაღებას. ახალი პაკეტის შესახებ კონკრეტული დეტალები ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ოსტინის კიევში ვიზიტის დროს აშშ-მა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო.
კომენტარები