აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, სუზი უაილსი თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდება.
„სუზი უაილსი დამეხმარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში და 2016 და 2020 წლებში ჩემი წარმატებული კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო. სუზი გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა ამერიკა კვლავ დიადი გახდეს. პატივია, რომ სუზი შეერთებული შტატების ისტორიაში თეთრი სახლის აპარატის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ქვეყანა იამაყებს მისით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები