მეუღლისა და მამის ავადმყოფობის გამო პრინცმა უილიამმა გასული ბოლო წელი შეაფასა, როგორც ყველაზე მძიმე მის ცხოვრებაში, წერს BBC.
მეფე ჩარლზს და ქეით მიდლტონს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
„ეს საშინელება იყო. ალბათ, ეს იყო ყველაზე მძიმე წელი ჩემს ცხოვრებაში. ნამდვილად ძალიან ძნელი იყო გამევლო ეს ყველაფერი ისე, თითქოს ყველაფერი კარგად იყო“, – განუცხადა პრინცმა უილიამმა ჟურნალისტებს სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის დასასრულს.
თებერვალში ბუკინგემის სასახლე იუწყებოდა, რომ მეფე ჩარლზს აღმოაჩნდა სიმსივნე და მან დაიწყო შესაბამისი მკურნალობა. ექვსი კვირის შემდეგ კი გახდა ცნობილი, რომ უელსის პრინცესა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
„მე ვამაყობ ჩემი მეუღლით, მე ვამაყობ მამაჩემით, რომ მათ შეძლეს გაეძლოთ ამ ყველაფრისთვის“, – აღნიშნა პრინცმა უილიამმა.
კომენტარები