მოსამართლე ტანია ჩუტკანმა, რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევას განიხილავს, საქმის წარმოება შეაჩერა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ტელეარხის მტკიცებით, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორის ჯეკ სმიტის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სპეცპროკურორმა ჩათვალა, რომ, რადგან ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვა უნდა შეჩერდეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტები თანამდებობაზე ყოფნის დროს იმუნიტეტით სარგებლობენ. შესაბამისად, ტრამპის გამარჯვების შემდეგ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები კითხვის ნიშნის ქვეშაა.
კომენტარები