აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების დეპარტამენტის გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის გეგმა წარადგინა, რომელიც საჯარო სკოლებში ლოცვას და მოსწავლეებში პატრიოტიზმის გაღვივებას; ასევე შეუსაბამო რასობრივი, სექსუალური ან პოლიტიკური შინაარსის პროგრამების დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს.
ტრამპის რეფორმა სკოლებში მშობლების უფლებების გაზრდასაც მოიცავს. ABC News-ის ცნობით, ტრამპს სურს, რომ სკოლები ინდივიდუალურად შტატებმა გააკონტროლონ, და არა ფედერალურმა მთავრობამ.
კომენტარები