ნინო წილოსანმა, ორი პოლიტიკური სუბიექტის, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ახლების“ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გადაწყვეტილებას მორიგი უგნური საქციელი უწოდა.
„ოპოზიცია ერთ ჩაკეტილ წრეზე დადის. ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ 2020-ში: გაწერილი სცენარებით გაწერილი ბრალდებები, ცრუ ჩვენებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, პროტესტი, ემოციების ადუღება, შემდგომ ემოციების გამოსაკვებად მანდატების დათმობაზე საუბარი. იდენტურად მიდიოდა ყველაფერი 2020-ში ერთი სხვაობით, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო ემოციურად აღიქვამდა ამ პროცესებს და მათივე ამომრჩევლებს შორის მუხტიც უფრო დიდი იყო. ახლა ჩვენ ვხედავთ მინელებულპროცესს და იგივე ჩაკეტილ წრეს, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ვერ ვხვდები უფრო მეტად უგუნურები არიან თუ უფრო მეტად ისეთი უტიფრები, რომ ამ სიგიჟეს და აბსურდსაჯერებენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანა.
„ყველა მათი თითიდან გამოწოვილი ჩვენება თუ ბრალდება უარყოფილი იყო მომენტალურად. მეორე ტაქტიკა, მანდატების დათმობასთან დაკავშირებით, მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ კანონმდებლობა და შემდგარი სახელმწიფო, იმგვარად არის მოწყობილი, რომ უმცირესობა ვერ მართავს უმრავლესობას. მათი ლოგიკით, კი ითვლება, რომ თურმე 30-50 არჩეული დეპუტატი, ანუ ოპოზიცია თუ გადაწყვეტს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს, მაშინ შეძლებს რომ რეალურად პარლამენტის მუშაობა შეაჩეროს და მილიონზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილება დაბლოკოს, ეს არის აბსურდი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.