აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.
პრეზიდენტის რანგში ბაიდენი ამ ღონისძიებაში უკანასკნელად მიიღებს მონაწილეობას.
ბაიდენი, სავარაუდოდ, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამმხრივ მოლაპარაკებებში იაპონიის პრემიერ-მინისტრსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული სამმხრივი შეხვედრა მიზნად ისახავს გასული წლის პირველი შეხვედრის შემდეგ მიღწეული პროგრესის განმტკიცებას.
კომენტარები