მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში ხორვატიას უმასპინძლა.
ქართველებმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად ასპარეზობს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ხორვატიის მატჩს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდა. განმეორებითი შეხვედრა 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
2023 წელს საქართველომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.