შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის წევრებმა მთაწმინდის ფერდობზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.
პროექტი მოიცავს 700 ჰექტრამდე ტერიტორიას. მოიჭრა გამხმარი ხეები და ეტაპობრივად მიმდინარეობს ახალი ნერგებით შევსება. დღეისთვის დარგულია 150 ათასამდე ახალი ნარგავი. ნარგავების რაოდენობა წლის ბოლომდე 200 ათასს მიაღწევს.
მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და მისი ღირებულება 22 მილიონ ლარამდეა.
კომენტარები