აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან ადგილობრივ მცხოვრებლებს და პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
15-კაციანი ჯგუფი ადგილობრივებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მეზობლები გიორგი კალანდარიშვილს გამოესარჩლნენ და მისი დაცვა სცადეს. აგრესიულ ჯგუფს ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.
პოლიციასთან დაპირისპირების დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაფურთხა.
კომენტარები