ვარაზის ხევში შეკრებილი აქციის მონაწილეები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ მოქალაქეს, რომელსაც დახმარება ესაჭიროება. ვიდეომასალა ვარაზის ხევში მიმდინარე შეკრების შესახებ „იმედის კვირის“ მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა.
„ისინი კეტავენ ცენტრალურ ქუჩას და არ აძლევენ მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობას. ცოტა ხნის წინ მოგვაწოდეს კადრები – მოქალაქეს ესაჭიროება დახმარება, მის გატარებაზეც კი უარს ამბობენ, რათა რაც შეიძლება, ხელოვნურად დაძაბონ ვითარება და შექმნან უმართავი სიტუაციას“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვარაზის ხევთან ხალხის რაოდენობით უკმაყოფილო ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირიდან ხალხის ნაწილი დაძრეს და აპირებენ, უფრო მასშტაბური სურათის შესაქმნელად ვარაზის ხევში გადაიყვანონ.