ძალიან საინტერესო რეპორტაჟი უნდა წარმოგიდგინოთ და გითხრათ ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ რაზეა წამსვლელი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
„რადიკალურ ოპოზიციას განაჩენი საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოუტანა, სწორედ ეს ვერ აპატიეს ვერც ხალხს და ვერც იმ პარტიის ლიდერს, რომლის მიმართაც ნდობა 12 წლიანი მმართველობის შედეგ კიდევ უფრო გაიზარდა და არა პირიქით რისი მოლოდინიც სააკაშვილის პარტიებს ჰქონდათ.
მას შედეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ძალაუფლება დაკარგა ერთ დღეს არ ჩაუვლია პროვოკაციების, ღალატის, დაპირისპირების და სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობის გარეშე.
12 წლიანი შავი ლაქა – ანუ მშვიდობის და განვითარების მტრები ნახეთ სანდრო გამსახურდიას რეპორტაჟში.
ჩვენ ახლა წლების მიხედვით გაგახსენებთ რადიკალების პოლიტიკას, მათ ხასიათს და დამოკიდებულებას ქვეყნის, ხალხის და ოპონენტების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი
ჩიხლაძემ.