მთელი გლობალისტური ნეოკონური მმართველი წრე, გამუდმებით გვითრევს დაუსრულებელ ომებში, თითქოს იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საზღვარგარეთ, ხოლო ისინი გვაქცევენ მესამე სამყაროს ქვეყნად და მესამე სამყაროს დიქტატურად სწორედ აქ, სახლში, განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისი განცხადებით, უნდა გადაიხედოს ყველა სამსახური და გაიწმინდოს Deep State-ის წარმომადგენლებისგან, რათა ამერიკა პირველ ადგილზე იქნას დაყენებული.
„სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის ბიუროკრატია, სადაზვერვო სამსახურები და ყველა დანარჩენი, სრულად უნდა გადაიხედოს და მოხდეს რეკონსტრუქცია, რათა ყველა Deep State-ის წარმომადგენელი გათავისუფლებული იქნას და ამერიკა პირველ ადგილზე დავაყენოთ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ!“ – აღნიშნა ტრამპმა.
კომენტარები