რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინელ კოლეგას შეხვდა. შეხვედა რიო დე ჟანეიოროში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც ვანგ იმ განაცხადა, ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს რუსეთთან თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის ახალი იმპულსის მიცემას.
„ჩინეთს სურს, იმუშაოს რუსეთთან თანამშრომლობისა და კავშირის შემდგომი გაძლიერების მიზნით, ხელი შეუწყოს რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ახალი იმპულსის მიცემას. ასევე, შესაბამისი წვლილი შეიტანოს ორივე ქვეყნის განვითარებასა და აღორძინებაში და გლობალური მმართველობის რეფორმაში“, – განაცხადა ვანგ იმ.
კომენტარები