ტელეკომპანია „იმედმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან გამოითხოვა სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. უწყვეტი კადრებით ნათლად ჩანს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში არ შესულა სპეცრაზმი, იქ იმყოფებოდა პოლიცია, მხოლოდ მას შემდეგ რაც, აქციის მონაწილეებმა თსუ-ს მთავარ შესასვლელთან ცეცხლი დაანთეს.
ისინი იცავდნენ უნივერსიტეტის ეზოს და არ ჩართულან აქციის წევრებისგან გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაში, ყველაფერი კი დასტურდება კამერების ჩანაწერით.
კომენტარები