აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებს, რათა უკანონო მიგრანტები გადაასახლოს.
ამერიკელმა კონსერვატორმა აქტივისტმა, ორგანიზაცია Judicial Watch-ის პრეზიდენტმა ტომ ფიტონმა დაწერა: „კარგი ამბები: მოდის ცნობები, რომ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საგანგებო მდგომარეობის შემოღებისთვის ემზადება და გამოიყენებს სამხედრო რესურსებს, რათა ბაიდენის შემოჭრა მასობრივი დეპორტაციის მეშვეობით შეაჩეროს“.
ტრამპმა ეს სტატუსი გააზიარა და მიაწერა „ეს სიმართლეა!“.
კომენტარები