უკრაინა მზადაა ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან საუბრისას.
„ჩვენ არ შეგვიძლია იურიდიულად ვაღიაროთ უკრაინის რომელიმე ოკუპირებული ტერიტორია, როგორც რუსული. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც პუტინმა 2014 წლიდან, უკრაინაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე განახორციელა. მზად ვართ, დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ ყირიმი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინა ვერ დაკარგავს ათობით ათას ადამიანს ყირიმის დაბრუნების გამო. „გვესმის, რომ ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
კომენტარები
