რუსეთის არმია კურსკსა და დონბასში არსებულ ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული პორტალი DeepState-ი იუწყება, რუსეთმა წინ წაიწია დასახლებულ პუნქტებთან დარინო, ქვემო კლინა, კრემიანი, რომლებიც კურსკის ოლქში მდებარეობენ.
რუსებმა წინსვლა განიცადეს აგრეთვე დონბასში მდებარე ქალაქ კურახოვოსთან და სოფლებთან რაზდოლნოე, ნოვოდონეცკი და დალნი.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დასაზუსტებელია ვითარება კურსკის ოლქის ოლგინის ტყეში, სადაც უკრაინული ჯარის პირადი შემადგენლობისა და ტყვედ ჩავარდნილი ადამიანების დიდი ნაწილი განადგურდა.
კომენტარები