ხუთი თვის წინ, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში იცავდა იყო უნგრეთი, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„შემოვიდა ახალი ტალღა ადამიანების, რომელიც სიმართლეს ემსახურება იმიტომ, რომ თავის ქვეყანას სჭირდება პირველ რიგში. იმათ ესმით კარგად, რომ ეს უსამართლობა თუ გაუვიდათ საქართველოსთან მიმართებაში, მათი ქვეყანაც ამ საფრთხის წინაშე დგება.
ევროკავშირში საქართველოს შესახებ მუდმივ მომხსენებლად დანიშნეს იუკნევიჩიენე, ეს არის გორბაჩოვის პარტიის წევრი, ბოლშევიკი, ადამიანი, რომელსაც ჭირივით სძულს საქართველო, რადგან მაგათგან განსხვავებით ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგობას ვუწევდით იმ ძალადობას, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო და ამ საბჭოთა ევროკავშირის დროს რა ძალადობაც არის იმას ეწინააღმდეგება. რაც მთავარია წარმატებით. ამას ვერ გვპატიობენ ბალტიისპირელები.
ჩვენ პოლიტიკური დიდგორი მოვიგეთ და მოვიგეთ ევროპაში. ევროპას და მთელს მსოფლიოს დავუდასტურეთ, რომ ჩვენ მართლები ვართ. იმას, რასაც ჩვენ ვიცავთ იცავს ამერიკაც“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.