ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს 2022 წელს გადატრიალების მცდელობაში ბრალი წაუყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალურმა პოლიციამ ჟაირ ბოლსონაროსა და მისი მთავრობის ყოფილ წევრებს ბრალი წაუყენა დემოკრატიული კანონის უზენაესობის ძალადობრივ დამხობასა და სახელმწიფო გადატრიალებაში.
პოლიცია გამოძიების შედეგებს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს.
ბოლსონაროს მხარდამჭერები, რომლებიც 2022 წლის ბოლოდან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, 2023 წლის 8 იანვარს ბრაზილიის კონგრესის შენობაშ, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე და ასევე უზენაესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ.
კომენტარები