სააკაშვილი სრული დესტრუქციაა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ იმ ბოროტმოქმედებებს და დანაშაულებს მხოლოდ იმიტომ არ ჩადიოდა, რომ აწყობდა, არამედ ამას სიამოვნებით აკეთებდა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
„როგორც კი მას ვინმე თავისუფლებას მიანიჭებს ან ძალაუფლება ექნება, გაცილებით უფრო სასტიკი ფორმებით გააგრძელებს იმ დანაშაულების ჩადენას, რაც, სამწუხაროდ, მისი მმართველობის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“ – მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!“
კომენტარები