საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის დასკვნით თამაშს ტონგასთან გამართავს. იტალიასთან მატჩის შემდეგ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა.
„ბორჯღალოსნების“ სამატჩო განაცხადში დებიუტი ექნება გიორგი შველიძეს. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე ხვალ, 24 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
კომენტარები