აშშ-ი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ირანის გეგმების გამო, რომელიც ბირთვული პროგრამისთვის ახალი ცენტრიფუგების გაშვებას ითვალისწინებს. ისინი თეირანს გაერო-ს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის განახლებისკენ მოუწოდებენ.
„სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ირანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რეზოლუციაზე თანამშრომლობით პასუხის ნაცვლად, გეგმავენ პასუხის გაცემას თავისი ბირთვული პროგრამის შემდგომი გაფართოებით ისეთი გზებით, რომლებსაც არანაირი სარწმუნო მშვიდობიანი დასაბუთება არ გააჩნია“, – ნათქვამია ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
კომენტარები