თურქეთში გუშინ მომხდარი ავტოავარიისას დაშავებულები ამ დრომდე რიზეს საავადმყოფოში რჩებიან.
ავტოავარიაში დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, სამი კი კვლავ რეანიმაციაშია მოთავსებული, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაშავებულებს საქართველოში გადმოიყვანენ. მკურნალობის ხარჯებს ადგილზე თურქეთი, საქართველოში კი აჭარის მთავრობა აანაზღაურებს. რიზეში იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და საქართველოს გენერალური კონსული ტრაბზონში.
ავტოსაგზაო შემთხვევა 10 აპრილს მოხდა, მიკროავტობუსი სახანძრო მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
კომენტარები