აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ოთხშაბათს ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან ამოქმედდება.
„დღეს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ხვალ [ოთხშაბათს] ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვარზე ბრძოლები შეწყდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, მომდევნო 60 დღის განმავლობაში, ისრაელი ეტაპობრივად გაიყვანს თავის დარჩენილ ძალებს, ხოლო ორივე მხარის მშვიდობიანი მოქალაქეები მალე შეძლებენ თავიანთ თემებში უსაფრთხოდ დაბრუნებას.
„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: თუ ჰეზბოლა ან ვინმე სხვა დაარღვევს შეთანხმებას და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ისრაელს, მაშინ ისრაელი ინარჩუნებს თავდაცვის უფლებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – დასძინა ბაიდენმა.