ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ ჩრდილოეთ ისრაელში მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
„შეთანხმებას მოუწევს მხოლოდ ერთი გამოცდის გავლა: სრულად უზრუნველყოს უსაფრთხოება ჩრდილოეთის ყველა მაცხოვრებლისთვის“, – აღნიშნა იცხაკ ჰერცოგმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ოთხშაბათს ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან ამოქმედდება.
„დღეს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ხვალ [ოთხშაბათს] ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვარზე ბრძოლები შეწყდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები