ჯორჯ სოროსი თავისივე სამშობლოდან გააძევეს და ერთადერთი ჩვენი მთავრობა დარჩა, რომელიც მამა-მარჩენალივით იღებს ამ სატანის მსახურს, – ამის შესახებ მოძრაობა “ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნიდან გააძევა ჯორჯ სოროსის დაარსებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ქართველი ლიბერასტების სამჭედლო) სოროსი თავისსავე სამშობლოდან გააძევეს და ჩვენ გულში ვიხუტებთ. უნგრეთმა გვაჯობა და ჩვენ ქართველებს რა უბედურება გვჭირს ასეთი, რომ დღემდე სოროსის გამოზრდილი ქვეწარმავლების ხელში ვართ??? ან რა საოცარი ტოლლერანტობის სენი შეგვეყარა, რომ დღემდე ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ვექტორი სოროსის დაარსებულ ფონდ ღია საზოგადოებას მიყავს??? რამ დაგვაბეჩავა ისე, რომ პირდაღებულები შევცქერით სოროსის სოროდან გამოსლიკინებულ პოლიტიკოსებს და არასამთავრობოებს??? მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ სოროსი ბოროტების და გარყვნილების სიმბოლოა, ხოლო ერთადერთი ჩვენი მთავრობა დარჩა, რომელიც მამა-მარჩენალივით იღებს ამ სატანის მსახურს. აუტანელია უკვე ამის ყურება და უფრო აუტანელია საზოგადოების გამოთაყვანების ხილვა, რომელსაც პროტესტის გრძნობა აღარ აქვს და ყველაფრის სხვისი ხელით გაკეთება უნდა. პირადად მე ძალიან დავიღალე, ხანდახან მგონია რომ ტყუილად ვიბრძვი, საოცრად ძნელი ყოფილა მონების გამოფხიზლება !!!“ – წერს ბრეგაძე.
www.sazogadoeba.ge