ოპოზიციას მთელი ისტერია აქვს გამართული, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ერთი თვეა ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია და ეს შეჩერებული, როგორ შეჩერდა. ასეთ დრამატულ სიტუაციაში არიან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ყველა გაზაფხულზე, ყველა შემოდგომაზე მათ ექნებოდათ აქციები, მიტინგები, ტურბულენტობები, „ქართული ოცნება“ მიდის უკან, რუსეთისკენ, ჩრდილოეთისკენ უნდა იყვირონ. გაზაფხულზე უნდა იყვირონ, შემდეგ შემოდგომაზე უნდა იყვირონ, თვითმმართველობის არჩევნების წინ, შემდეგ 2026 წელს უნდა იყვირონ კვლავ გაზაფხულზე და ყველა ჯერზე სცადონ ქვეყნის ამოტრიალება.
როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დარწმუნდნენ და მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟის იარაღად არ გამოადგებოდათ, მერე მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვეპოვებინა უფრო მალე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.