გერმანიის სიდიდით მეორე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის საბოლოო დოკუმენტი წარადგინა, სადაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის დაპირებას იძლევა. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
“ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირიდან გერმანიის გასვლა და ახალი ევროპული თანამეგობრობის შექმნაა საჭირო”, – ნათქვამია წინასაარჩევნო პროგრამაში.
იანვარში წინასაარჩევნო პროგრამას პარტიის ყრილობაზე განიხილავენ, რის შემდეგაც მას დაამტკიცებენ.
ცნობისთვის, გერმანიაში 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.
კომენტარები