საქართველოში 12 – 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.
16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ტემპერატურა 17-18 გრადუსი იქნება. თუმცა, სინოპტიკოსები საქართველოში, დღის ბოლოს, მცირე ნალექს არ გამორიცხავენ.
სინოპტიკოსების ცნობით, 17 აპრილს კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
კომენტარები