2016 წლის 8 მაისს რუსთავი 2-ის ეთერში, ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სადაზღვეო კომპანია “ქართუ”-მ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოდან პასუხი მიიღო.
სიუჟეტი სათაურით , „ელიტური კორუფცია” ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ეხებოდა.
სს სადაზღვეო კომპანია “ქართუ”-მ, ასოციაცია ატუსთან და “შპს GSF პარტნიორებთან” ერთად მიმართა ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს, რადგან სიუჟეტში ნახსენები სამივე ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.
ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ დაადგინაა, რომ აღნიშნულ გადაცემაში ეკა კვესიტაძემ სს დაზღვევის კომპანია „ქართუ”-სთან დაკავშირებით დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5(შესწორება) და მე-11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება). რითაც დადასტურდა კომპანიის მიმართვის საფუძვლიანობა და ასევე რუსთავი 2-ის გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის განზრახ დამახინჯების ფაქტი.