“არ შეიძლება მე, გიორგი ყიფშიძეს მამაჩემზე 2-ჯერ მეტი ხელფასი მქონდეს”,- ამის შესახებ მსახიობმა, გიორგი ყიფძიძემ გადაცემა “რეაქციაში” მსახიობების ანაზღაურებაზე საუბრისას განაცხადა.
მან აქვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დამსახურების მიხედვით მსახიობებს აღარ აფასებენ.
“არასწორია დამსახურებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ სახელმწიფოში აღარ არსებობს. ყველას აქვს ერთნაირი ხელფასი. ზურა არ უნდა მეუბნებოდეს მე, რომ დამეხმარე დენის ფულში, ნახევარ-ნახევარი დავდოთო. არ მაქვს იმიტომ, რომ მე მაქვს 800 ლარი, შენ 500. ორივეს არ გვაქვს იმიტომ, რომ დენი მოდის 300.
10 წელიწადზე მეტი ხანია ბიძინა ივანიშვილი უანგაროდ გვეხმარება. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მე სახელმწიფოსთან მაქვს შეკითხვები”,- განაცხადა ყიფშიძემ.
კომენტარები