ნანა ფაჩუაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს დამოკიდებულება თეატრის მიმართ კატასტროფულია.
“სახელმწიფოს დამოკიდებულება მსახიობების, თეატრის მიმართ არის კატასტროფული, უსიყვარულო. არანაირი ინტერესი. არადა თუ რამ აქვს საამაყო საქართველოს, ეს არის ჩვენი კულტურა. უსიყვარულოდ აკეთებენ, არარაობად მიგიჩნევენ. ბოლოს ჩვენმა თეატრმა მოძებნა იმის საშუალება, რომ მსახიობებისთვის არ წაეჭრა ფული. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრზე ჰგონიათ, რომ ძალიან პრივილეგირებულია. ბიუჯეტიდან 143 000 მოაჭრეს რუსთაველის თეატრს. მარჯანიშვილის თეატრზე სამჯერ უფრო დიდი სივრცეა. სანამ ინტერესი არ იქნება…
კარი არ შემოუღია არც ერთ პოლიტიკოსს. არა, არ აინტერესებთ საერთოდ, ვინ არიან მსახიობები. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცის მსახიობების ფასი, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. 30 წლის წინ დაიწყო მან ეს ამბავი. ჩვენ დახმარებას რომ ვიღებთ ბატონი ბიძინასგან, იქიდან ცვენვე მსახიობები ვაძლევთ ახალგაზრდა მსახიობებს ჩვენსავე თეატრში. მე ვჭრი ჩემს დახმარებას და იქიდან ვაძლევთ ახალგაზრდებს. ჩვენთან ძალიან კარგ ახალგაზრდა მსახიობს აქვს 300 ლარი. ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფაა”,- აღნიშნა ფაჩუაშვილმა.