მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა “რეპორტიორს” განუცხადა, რომ თოქ-შოუ “რეაქციაში” გაჟღერებული ინფორმაცია არშეესაბამება სიმართლეს და ნოდარ მგალობლიშვილს თეატრი არ დაუტოვებია.
მაზმიშვილი აცხადებს, რომ 16 მსახიობს ხელფასი ნამდვილად შეუმცირდათ, თუმცა, ნოდარ მგალობლიშვილს თეატრი არ დაუტოვებია.
“თეატრის დატოვება ნიშნავს განცხადების დაწერას წასვლაზე, ხომ? მსგავსი რამ არ მომხდარა! ხელფასების შემცირება მოხდა 10%-იდან 40%-მდე. ნოდარ მგალობლიშვილს ხელფასი 40%-ით დააკლდა“, – აღნიშნავს მაზმიშვილი.
კომენტარები