პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უნდა გადადგეს.
მარინ ლე პენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
„ემანუელ მაკრონი უნდა დაემორჩილოს. ის უნდა გადადგეს. ის თავის პასუხისმგებლობას აიღებს. ის გააკეთებს იმას, რასაც გონება და სინდისი კარნახობს. მაგრამ დარწმუნებულია, რომ არსებულ ვითარებაზე დიდწილად პასუხისმგებელია“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს მთავრობის მიმართ უნდობლობის შუამდგომლობა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ სადავო გზით გამოიყენა სპეციალური უფლებამოსილება, რათა ბიუჯეტი კენჭისყრის გარეშე გაეტარებინა.
მიშელ ბარნიეს მთავრობის დაშლა კიდევ უფრო გააძლიერებს საფრანგეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ არასტაბილურობას.