„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადრაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო შემოწმება და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი. თავის არეში ტრავმა გონების კარგვის ეპიზოდს არ აღნიშნავდა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნეკნების მოტეხილობა თუ აღენიშნებოდა, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ალეკო ელისაშვილი დაკავებისას იყო სასტიკად ნაცემი.
კომენტარები