„იმედმა“ უზრუნველყო, რომ შეფასებები არ ხდება ცალმხრივად, ეთერი ყველას აქვს დათმობილი სხვადასხვა ფორმატში, კომენტარს აკეთებს ყველა და საზოგადოებას ეძლევა საშუალება შეაფასოს საითაასიმართლე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ვიღაცას უნდა, რომ არა მარტო საზოგადოების ფენები დაუპირისპირდეს ერთმანეთს, არამედ ჟურნალისტური საზოგადოების გახლეჩა მოხდეს და შეიქმნას „იმედის“ მიმართ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს არის ადამიანთა ჯგუფი არა პროფესიონალების, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული. ვიდრე „ქართული ოცნება“ აღმოცენდებოდა, „იმედს“ ყოველთვის ჰქონდა თავისი პოლიტიკური შეხედულება, თავისი გემოვნება, ასეთი სხვასაც აქვს, მაგრამ დონე, გაცილებით მაღალი გაქვთ და რეიტინგიც ამაზე მოწმობს, აქედან გამომდინარე, შეტევა კეთდება ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.