დაძაბულობის შენარჩუნებას, როდესაც აქციები მიმდინარეობს, ძალიან უწყობს ხელს იმ პირთა გამოჩენა, რომლებიც შენიღბულები არიან და რომლებიც შეიძლება ძალადობენ კიდევაც იგივე აქციის მონაწილეებზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. ამით ის გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებზე ნიღბების ტარების აკრძალვას ითვალისწინებს.
„ეს პროცესი რომ არ განვითარდეს, ე.წ. ტიტუშკებზე საუბრის საფუძველი რომ არ იყოს, რასაკვირველია ეს კანონი არის [საჭირო]“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციას და შეკრება-მანიფესტაციებზე ნიღბების ტარების რეგულაციების საკითხს.
კომენტარები