როგორ შეიძლება ასეთი საუბარი, რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს. დაუფიქრდით საკუთარ განცხადებებს, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ანა წითლიძეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.
ნადარაიამ წითლიძეს მოუწოდა საკუთარ განცხადებებს დაუფიქრდეს.
„როგორ შეიძლება ასეთი საუბარი, რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს. დაუფიქრდით საკუთარ განცხადებებს, ძალიან მძიმე განცხადებაა, ძალიან მძიმე ბრალდება. როგორ შეიძლება ასე ილაპარაკოთ სასამართლოს ტრიბუნიდან.
როგორ შეიძლება მტკიცებით ფორმაში თქვათ, რომ კაცი მოკლეს. დაუფიქრდით საკუთარ განცხადებებს“, – აღნიშნა მან.
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათზე განახლდა. პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გრძელდება.
