დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ უკრაინის დონეცკის ოლქში, კერძოდ ქალაქ პოკროვსკის მიმართულებაზე ბრძოლების ანალიზი გააკეთა, რის შედეგადაც ირკვევა, რომ რუსული არმია სულ უფრო უახლოვდება ქალაქს.
დაზვერვის მტკიცებით, რუსულმა ჯარმა ახალ წარმატებებს პოკროვსკიდან სამხრეთით მიაღწია. ბრიტანული მხარის მტკიცებით, ახლა რუსეთის ჯარი პოკროვსკის სამხრეთ გარეუბნებიდან დაახლოებით სამ კილომეტრში იმყოფება.
რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ, სოფელი შევჩენკო დაიკავა, რომელიც პოკროვსკთან მდებარეობს. ბრიტანული დაზვერვა აგრეთვე ვარაუდობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები პოკროვსკზე შეტევასთან ერთად ქალაქიდან დასავლეთით და სამხრეთით წაიწევენ წინ.
კომენტარები