შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა. ნავთობმზიდებზე ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, ტანკერების დაზიანება ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი ტანკერი, რომელიც შუაზეა გატეხილი და იძირება.
ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად დაღუპულია ეკიპაჟის, სულ მცირე, ერთი წევრი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკერი – „ვოლოგონეფტ 212“, მეორე კი „ვოლოგონეფტ 239“-ია.
„ბიბისის“ ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროებიდან რვა კილომეტრში მოხდა. ადგილზე გაიგზავნა ვერტმფრენები და დამხმარე ჯგუფები.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინციდენტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
კომენტარები