ნიკა გვარამიამ მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს 12 დღიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა, რომელიც მას საქალაქო სასამართლომ 6 დეკემბერს შეუფარდა. გვარამია დაკავებული იყო “ახალის” ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამო, მას წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
კომენტარები