შავ ზღვაში, ორი რუსული სატვირთო გემის შეჯახების შედეგად, ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სატვირთო გემებს ჯამში 9000 ტონა ნავთობი გადაჰქონდათ, რომლის ნაწილიც ქერჩის სრუტეში ჩაიღვარა, მის გასაწმენდად სპეციალისტები ემზადებიან.
“ნავთობის დაღვრას აქვს პოტენციალი სერიოზული იყოს, განსაკუთრებით ამ რეგიონში ამინდის პირობების გათვალისწინებით, რაც გაჟონვის შეკავებას უკიდურესად ართულებს“. – ნათქვამია Greenpeace Ukraine-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, უამინდობის გამო, შავ ზღვაში, ორი რუსული სატვირთო გემი, რომლებსაც ნავთობი გადაჰქონდათ ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან მოხდა.
ერთ-ერთი გემი სახელწოდებით “ვოლგონეფტ 212” ფსკერს შეეჯახა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა და ეკიპაჟმა დახმარება ითხოვა. მედიის ცნობით, ეკიპაჟის 13 წევრი სამაშველო ვერტმფრენით გადაარჩინეს. ამასთან, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.
რაც შეეხება მეორე გემს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ინფორმაციით, “ვოლგონეფტი 239”, იმავე რეგიონში დაზიანდა და კურსი შეიცვალა. მასზე 14 ადამიანი იმყოფებოდა.
სატვირთო ტანკერების შეჯახების შედეგად, ერთი გემი ჩაიძირა.