რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე მოსკოვში, რიაზანის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
წინასწარი ვერსიით, კირილოვი და მისი თანაშემწე ელექტრო სკუტერში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლნენ. ასაფეთქებელი მოწყობილების სიმძლავრემ შეადგინა 300 გრამი ტროტილის ეკვივალენტი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. უკრაინული მხარე მას უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე ქიმიური იარაღის მასიურ გამოყენებაში სდებდა ბრალს.
კომენტარები
