ბელგია 2024 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს უკრაინისთვის დაპირებული F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.
ბელგიური გამოცემის ინფორმაციით, დასახელებულ მიზეზებს შორისაა სათადარიგო ნაწილებისა და გაწვრთნილი უკრაინელი მფრინავების ნაკლებობა, ასევე ბელგიისთვის F-35-ების მიწოდების შეფერხება.
შესაბამისად, ბელგიის მთავრობის მიერ პრეზიდენტ ზელენსკისთვის მიცემული დაპირება წლის ბოლომდე ვერ შესრულდება.
ბელგიის თავდაცვის მინისტრის, ლუდივინ დედონდერის განცხადებით, F-16 ტიპის გამანადგურებლების პირველი მიწოდება წელს ვერ განხორციელდება, როგორც ადრე იყო გამოცხადებული.
კომენტარები