სირიელი ამბოხებულების ლიდერმა აჰმედ ალ შარაამ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
აჰმედ ალ შარაას განმარტებით, სირია და სირიელები ომისგან გამოფიტულები არიან. მან მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა.
როგორც ამბოხებულთა ლიდერმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება მსხვერპლს და მჩაგვრელს ერთნაირად არ უნდა მოექცეს.
კომენტარები