ილონ მასკმა გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს კვლავ სულელი უწოდა და განაცხადა, რომ ის სასწრაფოდ უნდა გადადგეს.
„შოლცი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ის არაკომპეტენტური სულელია“, – განაცხადა ილონ მასკმა.
მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.
ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 68 ადამიანი, აქედან 15 – მძიმედ.
პოლიციაში დაადასტურეს, რომ მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
ქალაქის მერიის წარმომადგენლის თქმით, პირველადი შეფასებით, ეს იყო თავდასხმა.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ექიმია საუდის არაბეთიდან.
სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ის მარტო მოქმედებდა.
კომენტარები