ნატოში გაწევრიანება მიღწევადია, თუმცა კიევს დიდი ბრძოლა მოუწევს იმისათვის, რომ მოკავშირეები დაარწმუნოს, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ უკრაინას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიო უსაფრთხოებაში და მისი წევრობა ნატოში საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინის ალიანსში მიწვევა და გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის მიღწევადია, მაგრამ ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის ყველა მიმართულებით ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
კომენტარები