სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. საუბრის მთავარი თემა სლოვაკეთისთვის უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება იყო.
როგორც მოგვიანებით ფიცომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, პუტინმა დაადასტურა, რომ მზად არის სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება გააგრძელოს, თუმცა, 2025 წლის 1 იანვრიდან ეს შეუძლებელი იქნება, რადგან უკრაინა საკუთარი ტერიტორიის გავლით ტრანზიტს კრძალავს.
სლოვაკეთის პრემიერის ინფორმაციით, მან პუტინთან აგრეთვე უკრაინაში ომის დასრულების საკითხები განიხილა.
კომენტარები